ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი “შავნაბადა” მზადაა საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ჩაატაროს უფასო მასტერკლასები ტრადიციულ მუსიკაში. ამის შესახებ ანსამბლის განცხადებაშია ნათქვამი.
“დაინტერესებულო ძვირფასო სტუმრებო მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე! გელოდებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოს წინააღმდეგ “ტურისტული ემბარგო” ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება. ბლოკადის საპასუხოდ ბიზნესისა და საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა ინიციატივით გამოდის.
“ტრაგედია არ მომხდარა” – მაია სიდამონიძე პუტინის ტურისტულ ემბარგოზე