ახალი ამბები

“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც დემონსტრანტები მიდიან, პოლიციაა მობილიზებული

23 ივნისი, 2019 • 826
“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც დემონსტრანტები მიდიან, პოლიციაა მობილიზებული

“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც დემონსტრანტები მიდიან, პოლიციაა მობილიზებული. პოლიციას თავიდან ჩაფხუტები და ფარები ჰქონდა თან, თუმცა ჯერ კიდევ აქციის მონაწილეთა მისვლამდე აღჭურვილობა ავტომობილებში შეინახეს.

როგორც ნეტგაზეთს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ უთხრა, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და სპეცაღჭურვილობა არ იქნება საჭირო.

რუსთაველის წინ მიმდინარე აქცია დასრულდა და როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მიდიან.

თბილისის ცენტრში უკვე მესამე დღეა, გრძელდება საპროტესტო აქცია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და დაუყონებლივ გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი