ახალი ამბები

“ჯორჯიან ეარვეისი” მოსკოვში ერევნის გავლით იფრენს

22 ივნისი, 2019 • 769
“ჯორჯიან ეარვეისი” მოსკოვში ერევნის გავლით იფრენს

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” აცხადებს, რომ ტურისტული ემბარგოს პერიოდში რუსეთში ტრანიზტულ ფრენებს განახორციელებს.

“როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები აეკრძალათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით აკრძალვა შეეხება ქართულ ავიაკომპანიებსაც.

იმ შემთხვევაში თუ აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” საკუთარ მგზავრებს შესთავაზებს თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტულ ფრენებს”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

რუსეთი ქართული კომპანიებისთვის ფრენის აკრძალვის საბაბად 11 წლის წინანდელ ვალს ასახელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი