ახალი ამბები

შესაძლოა საქართველოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დაატოვებინონ

22 ივნისი, 2019 • 3253
შესაძლოა საქართველოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დაატოვებინონ

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ საქართველოს შესაძლოა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დაატოვებინონ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელისუფლებო მედიასაშუალება “სპუტნიკი” ავრცელებს.

სლუცქკი, რომელიც დუმაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს ამის მიზეზად 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს. “ბუნებრივია საპარლამენტაშორისო ასამბლეა მომხდარს მხედველობაში მიიღებს. ასევე შესაძლებელია საქართველომ დატოვოს ასამბლეა,”

19-22 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით.

მასალების გადაბეჭდვის წესი