ახალი ამბები

ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენას აუკრძალავენ – რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო

22 ივნისი, 2019 • 947
ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენას აუკრძალავენ – რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო

8 ივლისიდან ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენას აუკრძალავენ. ამის შესახებ რუსული სააგენტო TASS რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

ტრანსპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ ფრენები გაუქმებული იქნება მანამ, სანამ მათი უსაფრთხოება არ დადასტურდება და ქართული მხარე რუსეთის საჰაერო ადმინისტრაციის მიმართ არსებულ დავალიანებას არ გადაიხდის.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთსი ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართლებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა

მასალების გადაბეჭდვის წესი