ახალი ამბები

გურამ კაშია: განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენებს

21 ივნისი, 2019 •
გურამ კაშია: განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენებს

ქართველი ფეხბურთელი გურამ კაშია ინსტაგრამზე თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს:

“რუსეთი ოკუპანტია! განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო და ვინც რაიმე სახის დაზიანება მიიღო, მინდა ყველას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. #რუსეთიოკუპანტია – მას ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტზე მეტი აქვს ოკუპირებული”.

კაშია ასევე აქვეყნებს ფოტოს საქართველოს დროშასთან ერთად.


ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

21 ივნისის საღამოს მონაცემებით, კლინიკებში რჩება 50-ზე მეტი ადამიანი, მათგან სამის მდგომაროება მძიმეა – ისინი მართვით სუნთქვაზე იყოფებიანნ.

მასალების გადაბეჭდვის წესი