ახალი ამბები

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციაზე პირველადი დახმარების აღჭურვილობით მივიდნენ

21 ივნისი, 2019 • 4660
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციაზე პირველადი დახმარების აღჭურვილობით მივიდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რამდენიმე ათეული სტუდენტი ცოტა ხნის წინ მივიდა რუსთაველის გამზირზე, სადაც უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქცია იმართება.

 

“სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ხალხისთვის!”

⛑⛑ თსსუ-ს 60-ზე მეტი სტუდენტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე…

Posted by netgazeti.ge on Friday, June 21, 2019

 

მომავალმა ექიმებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველადი სამედიცინო დახმარების აღჭურვილობა და მედიკამენტები ორი ავტომობილით მიიტანეს და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებისთვის დახმარების მზადყოფნას გამოთქვამენ.


ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

21 ივნისის საღამოს მონაცემებით, კლინიკებში რჩება 50-ზე მეტი ადამიანი, მათგან სამის მდგომაროება მძიმეა – ისინი მართვით სუნთქვაზე იყოფებიანნ.

მასალების გადაბეჭდვის წესი