“ორი დიდი აფეთქება მოაწყვეს, საყდრისი ააფეთქეს, ახლა მიმდგარნი არიან ბულდოზერებით და ანგრევენ ყველაფერს, მეორე აფეთქვბის ვიდეო მაქვს გადაღებული. რამდენიმე ბულდოზერი ზემოთ ანადგურებს ზუსტად იმ ადგილს , რომელმაც შეიძლება ხაზი გაუსვას იმას, რომ აქ ადამიანის კვალი იყო, რომ ეს მაღაროა, ადმიანისგანაა და არა შემთხვევით წარმონაქმნი”,- ამბობს ხრიდოლის აკადემიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირაკლი ლომიძე, რომელიც უკვე 8 თვეა საყდრისშია.

 

ამ დროისთვის ადგილზე (13:47) ხალხია შეკრებილი, ადმიანთა ჯგუფი წავიდა თბილისიდანაც, მათ შორის არიან ორგანიზაცია “მწვანე მუშტის”  და  “საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები”. აქტივისტები აქციის დაგეგმვას აპირებენ თბილისშიც, თუმცა, როდის და სად გაიმართება აქცია, ჯერჯერობით  ცნობილი არ არის.

 

დღეს, 13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა.ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *