ახალი ამბები

თსუ-სთან მიმდინარე აქციის ნაწილი პარლამენტთან დემონსტრაციას უერთდება

21 ივნისი, 2019 • 1270
თსუ-სთან მიმდინარე აქციის ნაწილი პარლამენტთან დემონსტრაციას უერთდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.

ნეტგაზეთს ერთ-ერთმ სტუდენტმა ლუკა ჯავახიშვილმა უთხრა, რომ როგორც მას აქვს ინფორმაცია, ის აქციაც პოლიტიკოსების გარეშე მიმდინარეობს.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. აქაც მშვიდობიანი აქცია იყო და მეგობრებმა, რომლებიც იქ არიან, მამცნეს, რომ იქ ნაციონალური მოძრაობის აგიტაცია არ მიდის. ასევე არ არის ძალადობრივი მოწოდებები და როგორც აქ ვიყავი აქციაზე და გამოვხატავდი ჩემს პოზიციას, იქაც ისე მოვიქცევი,” – ამბობს ის.

აქცია “არა რუსეთს” ამ დრომდე მიმდინარეობს უნივერსიტეტის ეზოში. ეს აქცია სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

საპროტესტო აქცია თბილისში გახარიას გადადგომის მოთხოვნით [LIVE – 21 ივნისი]

მასალების გადაბეჭდვის წესი