ბერლინში აქცია გაიმართა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა გააპროტესტეს. აქცია ეხმიანება გუშინ, 20 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციასა და მის დარბევას.
“ნუ მაბრმავებ“; “კმარა ძალადობრივი დარბევები ჩვენს ქვეყანაში“; “მე საქართველოდან ვარ და ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ – წერია მოქალაქეების ბანერებზე.
“ახალგაზრდებს იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში დაიჭირეს, 9; 12; 13-დღიან პატიმრობას უსჯიან… ჩვენ გვყავს უკვე პოლიტპატიმრები…. ანტისაოკუპაციო მიტინგზე დაპატიმრებული პოლიტპატიმრები და ეს არის სამარცხივნო,“- ამბობს პოეტი რატი ამაღლობელი აქციაზე.