ახალი ამბები

ოქრუაშვილს, მელიას და უგულავას გამოკითხვაზე იბარებენ

21 ივნისი, 2019 • 1015
ოქრუაშვილს, მელიას და უგულავას გამოკითხვაზე იბარებენ
 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოკითხვაზე, ასევე, დაბარებული იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “გაცემულია გიგი უგულავას, ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ბრძანება”. გვარამიას თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მათ სახელისუფლებლო წყაროებისგან მიიღეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი