ოპოზიცია კვლავ გახარიას გადადგომას და პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვს

ოპოზიცია პირველ წარმატებად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გადადგომას, თუმცა ძალაში ტოვებს მოთხოვნას შს მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებისა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე.

საერთო განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლემა “რუსთავი 2”-ის ოფისში გააკეთეს.

“მხოლოდდამხოლოდ ირაკლი კობახიძის გადაყენების მოთხოვნით არ მოსულან იქ საქართველოს მოქალაქეები. გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნა არის ისევ ძალაში. აუცილებელია, გახარია გადადგეს, დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით და ასევე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ჩვენი თანამოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ვითარების განმუხტვისთვის 2 დღეა ითხოვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემას. მივმართავთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს საკანონმდებლო პროცესი და მოლაოარაკება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებსი დანიშვნასთან დაკავშირებით”, – განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ.

ოპოზიცია მოქალაქეებს მოუწოდა, შეუერთნენ პარლამენტთან მშვიდობიან პროტესტს და არ შევიდნენ კონტაქტში პოლიციასთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.