ახალი ამბები

20 ივნისის დარბევა რუსთაველის გამზირზე – ფოტორეპორტაჟი

21 ივნისი, 2019 • 4112
20 ივნისის დარბევა რუსთაველის გამზირზე – ფოტორეპორტაჟი

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები გუშინ 20 ივნისს ღამით პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. შედეგად დაშავდა აქციის 200-ზე მეტი მონაწილე.

დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ გიორგი არჯევანიძის ფოტორეპორტაჟ, რომეიც  რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ასახავს:

20 ივნისის ღამე რუსთაველის გამზირზე. ფოტო: გიორგი არჯევანიძე

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით.

აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას. დღეს თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი