ახალი ამბები

აქციაზე დაშავებულ ორს პირს ნეიროქირურგიული, ერთს კი ოფთალმოლოგიური ოპერაცია უტარდება რეგიონულ ჰოსპიტალში

21 ივნისი, 2019 • 1269
აქციაზე დაშავებულ ორს პირს ნეიროქირურგიული, ერთს კი ოფთალმოლოგიური ოპერაცია უტარდება რეგიონულ ჰოსპიტალში

რეგიონულ ჰოსპიტალში ამჟამად სამ მოქალაქეს, რომელიც 20 ივნისს დემონსტრაციაზე მძიმედ დაშავდნენ, ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ.

თბილისში, ქავთარაძეზე მდებარე რეგიონულ ჰოსპიტალში  სულ 80 პოლიციელი და 4 სამოქალაქო პირი შეიყვანეს, რომელთაგანაც 3 ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

როგორც ჰოსპიტალის დირექტორი, ნათია ნუცუბიძე ამბობს, 8 პოლიციელი მსუბუქი ტრავმებით, ტვინის შერყევით გადის სტაციონარულ მკურნალობას.

“3 სამოქალაქო პირი კი საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.  2 ნეიროქირურგიული და ერთი ოფთალმოლოგიური ოპერაცია ტარდება კლინიკაში.  დანარჩენი პირები დასტაბილურებული პირველადი დახმარების შესაბამისი დანიშნულებით გაეწერნენ. არის ორი ნეიროქირურგიული ოპერაცია, რაც არ არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი.”

დირექტორის თანახმად, გადმოყვანილებს ძირითადად აღენიშნებოდათ დაზიანებები ბლაგვი საგნით, ტვინის შერყევა, დაჟეჟილობა და პატარა ჭრილობები, ასევე, ერთ-ერთს – თვალის დაზიანება. არის მსგავსი საგნით მიყენებული ჭრილობები.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 240 ზე მეტი დაშავდა აქციის ზალის გამოყენებით დაშლისას, ორმა მოქალაქემ კი თვალი დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი