ახალი ამბები

უგულავა: შსს-ში გამოკითხვაზე ერთი პირობით მივალ

21 ივნისი, 2019 • 1009
უგულავა: შსს-ში გამოკითხვაზე ერთი პირობით მივალ

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ შსს-ში 20 ივნისის საქმეზე გამოკითხვაზე ერთი პირობით მივა, თუ იმავე საქმეზე მინისტრი გიორგი გახარიაც გამოიკითხება. ამის შესახებ უგულავამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ გამოძიების ჭეშმარიტების დადგენა სურს საქმეზე, “მთავარი დამნაშავე” გახარიაც უნდა გამოიკითხოს.

“სხვა შემთხვევაში მივალ მაგისტრ მოსამართლესთან და მოვყვები იმას, რაც დავინახე ეს არის ბართლომეს, გავრილოვის ღამე’, – ამბობს უგულავა.

20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოკითხვაზე, ასევე, დაბარებული იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “გაცემულია გიგი უგულავას, ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ბრძანება”. გვარამიას თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მათ სახელისუფლებლო წყაროებისგან მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.