ახალი ამბები

მთელი თავი გამიცხელდა – დემონსტრანტი ამბობს, რომ თავში დამიზნებით ესროლეს

21 ივნისი, 2019 • 1837
მთელი თავი გამიცხელდა – დემონსტრანტი ამბობს, რომ თავში დამიზნებით ესროლეს

ნოე გვრიტიშვილი, რომელიც 20 ივნისის აქციის მონაწილეთა შორის იყო, იხსენებს, როგორ დაზარალდა სპეც. რაზმის მიერ მომიტინგეთა ძალისმიერი დაშლისას.

მისი თქმით, აქციის დარბევისას, რუსთაველის გამზირის ზედა ნაწილში დაზარალებულთა დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც თავში, სავარაუდოდ, რეზინის ტყვია მოხვდა. გვრიტიშვილი ვარაუდობს, რომ პოლიციამ დამიზნებით ესროლა.

“უკვე რომ მესმოდა, ხალხი ყვიროდა, დაჭრილი ვარო, ფარი ვიპოვე და ის ავიღე. ვიღაცამ დამიძახა კიდეც, გამომაყვანინე ბიჭები, დაჭრილები არიანო. ეს ფარი ავიფარე თავზე და გვერდიდან ინსტინქტურად ვიგრძენი, რომ რაღაც ცუდად წამოვიდა. დამიზნებით მესროლეს, სავარაუდოდ. უცებ ვიგრძენი, რომ მთელი თავი გამიცხელდა. ეს იყო და ეს. რომ ჩამოვედი [ქვემოთ] ძალიან ბევრი დაჭრილი იყო.

უეჭველად გამიზნულად მოხდა[სროლა]. ტიპი დავინახე…”, – ამბობს ის.

ნოე გვრიტიშვილი ყვება, რომ სასწრაფო დახმარების მანქანას მიჰყავდა, როცა გამზირზე წყლის ჭავლის მანქანები შემოდიოდნენ.

დაზარალებულის თქმით, ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია, თუმცა ჭრილობა ჯერ სანახავია. ის “ნიუ ჰოსპიტალსის” კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი