ახალი ამბები

ესტონეთის საელჩო: ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო

21 ივნისი, 2019 • 1500
ესტონეთის საელჩო: ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო

ესტონეთის საელჩო 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

“როდესაც სიტყვები რეზინის ტყვიებში გადადის და ცრემლი გაზთან ერთად მოდის, ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო. გვესმის იმ ტკივილის, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. ყველა მხარეს ვურჩევთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, იყვნენ თავშეკავებულები და იმოქმედონ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებში“, –  ნათქვამია განცხადებაში.

20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის  გავრილოვის გამოსვლას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებდნენ, პოლიციამ რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაშალა.

რუსთაველის გამზირზე მომხდარ სისხლიან შეტაკებას ეხმიანება საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი