ახალი ამბები

შს სამინისტროსთან ჟურნალისტები გამართავენ საპროტესტო აქციას სახელწოდებით “ნუ გვესვრი”

21 ივნისი, 2019 • 1256
შს სამინისტროსთან ჟურნალისტები გამართავენ საპროტესტო აქციას სახელწოდებით “ნუ გვესვრი”

დღეს, 21 ივნისს 15:00 საათზე ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (გულუას 10) ჟურნალისტური ეთკის ქარტია მართავს საპროტესტი აქციას “ნუ გვესვრი!”.

მედიის წარმომადგენლები აპროტესტებენ აქციის დროს ჟურნალისტების უფლებების შელახვას. აქციის დროს დაშავებულია 10-ზე მეტი ჟურნალისტი.

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც.

აქციის დარბევისას, სულ მცირე, 12 ჟურნალისტია დაშავებული – მათი ნაწილი სახის არეში

მასალების გადაბეჭდვის წესი