ახალი ამბები

გავრილოვი: იქ დავიკავე ადგილი, სადაც მასპინძელმა მხარემ მიმიწვია

21 ივნისი, 2019 • 1170
გავრილოვი: იქ დავიკავე ადგილი, სადაც მასპინძელმა მხარემ მიმიწვია

რუსულ “კომერსანტთან” საუბრის დროს რუსეთის დუმის დეპუტატმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ, სერგეი გავრილოვმა განმარტა, რატომ დაიკავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი.

“სადაც მასპინძელი მხარე მიწვევს დასაჯდომად, იქ ვიკავებ ადგილს. პროტოკოლით ეს საპატიო ადგილი სწორედ გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეს ერგება და არა მდივნებს. ამ შემთხვევაში, მე ვარ მისი პრეზიდენტი”.

მისივე თქმით, ის უკვე მჯდარა სხვა ქვეყნების პარალემენტის იდენტურ სავარძლებში, თუმცა აქამდე პრობლემა არ შექმნია.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.  რუსეთის დუმის დეპუტატმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.

მოგვიანებით გამრთული აქცია თბილისში ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი