ახალი ამბები

03:25 საათისთვის, ჯანდავის სამინისტროს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია დაშავებულთა რაოდენობის შესახებ

21 ივნისი, 2019 • 815
03:25 საათისთვის, ჯანდავის სამინისტროს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია დაშავებულთა რაოდენობის შესახებ

03:25 საათისთვის ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს განახლებული ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე,  სპეცრაზმის მიერ დემონსტრაციის დარბევისას რამდენი ადამიანი დაშავდა.

როგორც ნეტგაზეთს სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ორი საათის წინ მიღებული ცნობებით, დაშავებულია 17 სამოქალაქო პირი და 38 სამართალდამცავი.

ნეტგაზეთის რეპორტიორების ინფორმაციით, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ, დაშავებულთა რაოდენობა 17-ზე  დიდია.


პარლამენტთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს მრავალათასიანი  აქცია. აქციის მონაწილეები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი