ნეტგაზეთი | ვიკრიბებით ერთ-ერთი პარტიის ოფისში სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად – გოცირიძე ვიკრიბებით ერთ-ერთი პარტიის ოფისში სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად – გოცირიძე – Netgazeti
RU | GE  

ვიკრიბებით ერთ-ერთი პარტიის ოფისში სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად – გოცირიძე

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად ერთ-ერთი პარტიის ოფისში იკრიბებიან, თუმცა არ ასახელებს, რომელი პარტიის.

ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნა უკვე არარელევანტურია და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ქვეყანა მართოს.

“ამ ბარბაროსობის შემდეგ დღის წესრიგში სხვა ამოცანები დგას. ხელისუფლებამ გამოავლინა თავისი ძალადობრივი სახე და ამ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, მართოს ქვეყანა. ჩვენი ფრაქცია ვიკრიბებით იქ, სადაც არიან პოლიტიკური ლიდერები და მათთან ერთად გადავწყვეტთ, როგორი გეგმები იქნება ხვალიდან”, – განაცხადა გოცირიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.