ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე

21 ივნისი, 2019 • 647
აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე

აშშ-ის საელჩო საქართველოში პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. საელჩო განცხადებაში მოუწოდებს ყველა მხარეს, სიმშვიდე შეინარჩუნონ.

“ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში,“- წერია საელჩოს განცხადებაში.

ამ დროისთვის [12:30]პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაიწყო პარლამენტთან აქციის დაშლა. არიან დაშავებულები. ადგილზე მუშაობა გაუსაძლისია ჟურნალისტებისთვის. უშაულოდ დაშლის შესახებ პოლიციას აქციაზე მყოფი ადამიანები არ გაუფრთხილებია.

პირდაპირი ეთერი:

მასალების გადაბეჭდვის წესი