ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საპროტესტო აქცია ერევანში ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით [ფოტო]

10 დეკემბერი, 2014 • • 1194
საპროტესტო აქცია ერევანში ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით [ფოტო]

მომიტინგეები თავისუფლების მოედანზე მივიდნენ ტრანსპარანტებით – “წინ, სერჟის გარეშე სომხეთისკენ!” “ვადამდელი არჩევნები!” “თავისუფლება პოლიტპატიმრებს!” ასევე, ხალხი სკანდირებდა: “სომხეთი სერჟის გარეშე!” “თავისუფალი დამოუკიდებელი სომხეთი!”

საპროტესტო აქცია ერევანში, 10.12.2014
საპროტესტო აქცია ერევანში, 10.12.2014

 

საპარლამენტო ფრაქციის “სომხეთის ეროვნული კონგრესის” თავმჯდომარემ ლევონ ზურაბიანმა მომიტინგეებს შეახსენა სისტემური კანონდარღვევები, რასაც ადგილი ჰქონდა ქვეყანაში ყველა ჩატარებული არჩევნების დროს, გაიხსენა პოლიტპატიმრები, თავდასხმები ყარაბაღის ომის მონაწილეებზე, ოლიგარქების გაძლიერება, მიგრაცია და ა.შ.

ლევონ ზურაბიანი
ლევონ ზურაბიანი

 

მან განაცხადა, რომ “ხალხი თავად არის საკუთარი უფლებების მეპატრონე და არავინ მისცემს მას თავისუფლებას, თუკი თვითონვე არ აიღებს სადავეებს საკუთარ ხელში. ნებაყოფლობით არც ერთი რეჟიმი არ ჩააბარებს ხელისუფლებას, არ მისცემს თავისუფლებას მოქალაქეებს, მოქალაქეები თვითონ მოიპოვებენ ამ თავისუფლებას!”

საპროტესტო აქცია ერევანში, 10.12.2014
საპროტესტო აქცია ერევანში, 10.12.2014

 

ლევონ ზურაბიანმა ასევე წაიკითხა მიტინგის შედეგად მიღებული განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებები სომხეთში სისტემატიურად ირღვევა: “ჩვენ არ მოვითმენთ და უახლოეს მომავალში წარვუდგენთ ხალხს სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც მივაღწევთ ხელისუფლების ცვლილებას ვადამდელი არჩევნების გზით,” – განაცხადა ლევონ ზურაბიანმა.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ ტრანსპარანტი, სომხეთის პრეზიდენტის ძმის - ალექსანდრ სარგსიანის ფოტო, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია
აქციის მონაწილეებს უჭირავთ ტრანსპარანტი, სომხეთის პრეზიდენტის ძმის – ალექსანდრ სარგსიანის ფოტო, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია

 

თავისუფლების მოედნიდან მანიფესტაციის მონაწილეები გაემართნენ ევრსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფისისკენ ერევანში, ხოლო შემდეგ დაბრუნდნენ მოედანზე. ორგანიზატორებმა შეკრებილებს აცნობეს, რომ მომდევნო აქციის თარიღს მოგვიანებით შეატყობინებენ, რამდენადაც “ბრძოლა გამარჯვების მიღწევამდე გაგრძელდება”.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ ტრანსპარანტი, სადაც გამოსახულია სომხეთის ოლიგარქების ფოტოები
აქციის მონაწილეებს უჭირავთ ტრანსპარანტი, სადაც გამოსახულია სომხეთის ოლიგარქების ფოტოები

მიტინგი და მსვლელობა ჩატარდა ინციდენტების გარეშე. პოლიციას, რომელიც დღეს გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობდა ქალაქში, არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია აქციის მონაწილეებისთვის, პირიქით – ავტოსატრანსპორტო საშუალებებისგან გაათავისუფლა ის ქუჩები ქალაქის ცენტრში, რა მარშრუტიც მოიცვა მსვლელობამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი