ახალი ამბები

აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას – ლომჯარია

20 ივნისი, 2019 • 744
აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას – ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ის ამბობს, რომ არსებული დაპირისპირება და ძალადობა სცდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

“საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია! შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს! მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები და დროულად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, რათა ჩაცხრეს ემოციური ფონი და თავიდან იქნეს არიდებული დაპირისპირება!,“- წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

ამ დროისთვის [11:45 საათი] პარლამენტთან უკვე რამდენიმე საათია, რაც აქცია მიმდინარეობს, ვითარება კი დაძაბულია. აქციის მონაწილეები სპეცრაზმის კორდონის გარღვევას რამდენჯერმე შეეცადნენ, სპეცრაზმის რამდენიმე წევრი კი უკვე გაიყვანეს აქციიდან მანამდე მათ წაართვეს სპეციალური აღჭურვილობა- ჩაფხუტები და ფარები.

პირდაპირი ეთერი:

მასალების გადაბეჭდვის წესი