ახალი ამბები

გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები

20 ივნისი, 2019 • 1351
გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მოვლენები როგორც არ უნდა განვითარდეს, პოლიციასა და პარლამენტზე თავდასხმისთვის ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით:

“ის, რაც ხდება ახლა არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი, ზოგჯერ შეიძლება იყოს სამართლიანიც, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ფიზიკური შეტევა, მოწოდება ასეთი შეტევისკენ, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ტრაგიკული შემთხვევა და თავდასხმა პოლიციაზე, რომელიც არის სახელმწიფო ინსტიტუტი და თავდასხმა პარლამენტზე, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევას, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.

რაც შეეხება იმას რაც გარეთ ხდება, მე მინდა ვთხოვო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, პატივი ვცეთ პოლიციელს და მივცეთ საშუალება ღირსეულად შეასრულოს ფუნქცია. მისთვის ერთი მხარეც მოქალაქეა და მეორეც და ვალდებულია ორივე დაიცვას. ამის შემდეგ ყველა ჩვენგანი შევძლებთ დავჯდეთ წყნარად, მშვიდად და ვისაუბროთ,“-აცხადებს გიორგი გახარია.

გიორგი გახარიას თქმით, ის რაც ახლა ხდება პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობაა ქვეყნის კატასტროფისკენ მიყვანის. ჟურნალისტებმა გახარიას ჰკითხეს გადადგებოდა თუ არა შს მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან, რაზეც გახარიამ თქვა, რომ “როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადადგება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი