ახალი ამბები

თუ კობახიძე, გახარია და გომელაური არ გადადგებიან, პარლამენტს დავიკავებთ — ოპოზიცია

20 ივნისი, 2019 • 1308
თუ კობახიძე, გახარია და გომელაური არ გადადგებიან, პარლამენტს დავიკავებთ — ოპოზიცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები — ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე და გიგი უგულავა — აცხადებენ, რომ თუკი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური უახლოეს საათებში არ გადადგებიან თანამდებობებიდან, ისინი პარლამენტის შენობას მშვიდობიანად დაიკავებენ.

ამასთან, ოპოზიციის ლიდერები ითხოვენ, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. ამჟამინდელი მოცემულობით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები პროპორციული სისტემით 2024 წელს უნდა გაიმართოს.

საღამოს პარლამენტის წინ დაიწყო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო. რუსთაველის გამზირი დემონსტრანტების დიდი რაოდენობის გამო გადაკეტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი