ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე გადადგომას არ აპირებს

20 ივნისი, 2019 • 2001
ირაკლი კობახიძე გადადგომას არ აპირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არ აპირებს სერიოზული კომენტარი გააკეთოს მისი გადადგომის მოთხოვნის თაობაზე. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

კობახიძის თქმით, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა, თბილისში კარგად იყო დაგეგმილი, ყველა დეტალი იყო წინასწარ გათვლილი, თუმცა ადგილზე პროვოკაცია განხორციელდა. კობახიძის თქმით, პარლამენტის დარბაზში სესია ბერძე დეპუტატს, ასამბლეის გენმდივანს უნდა წაეყვანა და არა რუს დეპუტატ გავრილოვს, რომელიც ამავდროულად ზემოხსენებული ფორუმის პრეზიდენტია.

“პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გაირკვეს იმის მიხედვით თუ სად რა დოზით გაიპარა ხარვეზი. მე გამოვრიცხავ, რომ  პარლამენტიდან რომელიმე ადამიანს შეგნებულად ჰქონდა გაზრებული ასეთი რამ. პირიქით, საკმაოდ რთული მოლაპარაკებები წარიმართებოდა ბერძენ კოლეგებთან, ასამბლეის სამდივნოს წარმომდგენლებთან თითოეულ დეტალთან დაკავშირებით. არ იყო ეს მარტივი საკითხი. მუდმივად იყო განსხვავებული მოთხოვნები. შესაბამისად, მე აქ გამოვრიცხავ განზრახ ქმედებას. თუ სადმე მიკრომენეჯემნტში ვიწროხარვეზი იყო გაპარაული ამას დასჭირდება დამატებით გარჩევა და ამის საშუალება მექნება, როდესაც დავბრუნდები და ამის მიხედვით უნდა განისაზრღვროს პასუხისმგებლობის ზღვარი”, – ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე თითოეული ღონისძიების მენეჯმენტზე პასუხისმგებელი არის, თუმცა უნდა გაიმიჯნოს მაკრო და მიკრომენეჯმენტი.

“რაც შეეხება ამ ღონისძიების საერთოდ დაგეგმვას, იქ წინასწარ ყველა დეტალი იყო აწონ-დაწნილი და შესაბამისი ზომები მიღებული, თუმცა ამ ხარისიხის იმპროვიზაციას და დავარქვათ სახელი, ეს იყო არა იმპროვიზაცია, არამედ პროვოკაცია… ამ  მასშტაბის პროვოკაციის წინასწარ გათვლა და რეაქციის შემზადება მარტივი არ არის. როცა ასეთი ტიპის ქმედება ხორციელდება, იქ, რა თქმა უნდა, პასუხიმსგებლობა მდგომაროებს იმაში, რომ რეაქცია უნდა იყოს მყისიერი და რეაქცია ჩვენი მხრიდან იყო მყისიერი. როგორც კი ამ ფაქტის თაობაზე გავიგეთ, გაკეთდა საჯარო განცხადება და მაშინვე მყისიერად მოვითხოვეთ სესიის შეჩერება და ფორმატის რადიკალურად შეცვლა”, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი