დეპუტატი ნიკა მელია პოლიციამ პარლამენტის ეზოდან გარეთ ძალის გამოყენებით გააგდო. მომხდარის ამსახველი ვიდეო რ2-მა გაავრცელა.
კადრში ჩანს მელია და რ2-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომლებიც პარლამენტის ეზოში იმყოფებიან, სადაც პოლიციელები არიან მობილიზებული. მელია ამბობს, რომ შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევა ოპერატორს, რომელსაც ტერიტორია პოლიციამ დაატოვებინა, რასაც ის აპროტესტებს. პოლიცია ჟურნალისტს ტერიტორიის დატოვებას სთხოვდა “ხელის შეშლის” საბაბით. ბაღაშვილის განმარტებით, მას აკრედიტაცია ჰქონდა.
ამის შემდეგ მელიასაც და ბაღაშვილსაც პოლიციელები შენობიდან აძევებენ.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო. აქციაზე სხვებთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
