რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგორი კარასაინის განცხადებით, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მოსკოვში შეშფოთებით აკვირდებოდნენ.
“გამოვთქვამთ აღშფოთებას ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების ქმედებების გამო, რომლებმაც მნიშვნელოვანი ფორუმი (რომელიც მართლმადიდებელ სახელმწიფოებს აერთიანებს) მათი ანტირუსული განწყობების გამოსახატად გამოიყენეს”, – ამბობს კარასინი.
მიუხედავად ამისა, კარასინის თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის გზა განაგრძოს, “რაც ორივე ქვეყნის ინტერესში შედის”.
