ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო და სომხეთი “ელექტრომომარაგების კავკასიურ ქსელში” ერთიანდებიან

10 დეკემბერი, 2014 • • 997
საქართველო და სომხეთი “ელექტრომომარაგების კავკასიურ ქსელში” ერთიანდებიან

პროგრამით გათვალისწინებულია სომხეთისა და საქართველოს ენერგეტიკული სისტემების გაერთიანება. შესაბამისად, საქართველო და სომხეთი ერთიან რეჟიმში იმუშავებენ, რაც ელექტროენერგიის უკმარისობის დროს იმპორტის, ხოლო ჭარბობის დროს ექპორტის განხორციელების საშუალებას მისცემს. 


პროგრამის პირველი ეტაპის რეალიზაციაზე  KFW ბანკი სომხეთს 85,2 ევროს ოდენობის კრედიტს გამოუყოფს. პროგრამის პირველი ეტაპის საერთო ღირებულება 105,2 ევროს შეადგენს. პროგრამა პარალელურად დაფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ 10 მილიონი ევროს ოდენობით კრედიტით. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი