ახალი ამბები

გინდა, რომ პოლიტიკაში შემითრიო… მზად ხარ, ბიძინა? — ვასაძე ივანიშვილს

20 ივნისი, 2019 • 1765
გინდა, რომ პოლიტიკაში შემითრიო… მზად ხარ, ბიძინა? — ვასაძე ივანიშვილს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თბილისის პრაიდის წინააღმდეგ სავარაუდოდ უკანონო დაჯგუფებები შექმნა, გამოძიების დაწყების შემდეგ კი განაცხადა, რომ დაიშალნენ, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მისი „პოლიტიკაში ჩათრევა“ უნდა.

20 ივნისს ვერის ბაღში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ვასაძემ თქვა, რომ „ბოლომდე“ არ მოყვება, ბიძინა ივანიშვილს რა აქვს მისთვის ნათხოვნი, რა უპასუხა ვასაძემ, თუმცა, ვასაძის თქმით, თუკი ივანიშვილი „ბოლომდე გავა“, ვასაძე „ბოლომდე გააშვიშვლებს მის გეგმებს“.

ვასაძემ თქვა, რომ ხელისუფლება ცდილობს, მაინც ჩაატარებინოს აქტივისტებს „თბილისის პრაიდი“:

„ბიძინას რა უნდა: მე კაცო რუსეთის ოკუპაციას ვეწინააღმდეგები, დაუშვებელია, ჩემმა დანიშნულმა იდიოტმა ზაქარია ქუცნაშვილმა ბოდიში ხომ მოგიხადათ და როგორ შეიძლება და ა.შ. [უნდა, რომ] არც მწვადი დაწვას, არც შამფური: რუსეთი გააპროტესტოს, დასავლეთ უთხრას, — ძმაოჯან, აგერ, ა, ხომ გაიარეს და დავიცავით, — და ჩვენ ვიყოთ ცუდები. ეგ უნდა ბიძინას და არ გამოგივა ბიძინა შენა ეგა. და გეტყვი როგორ არ გამოგივა“.

ამის შემდეგ ვასაძემ თქვა, რომ არაფერი ენანება ქვეყნისათვის, ანდერძი დაწერილი აქვს და „ყველაფრისთვის“ მზად არის. „შენ მზად ხარ ბიძინა“? — ასე მიმართა ივანიშვილს. შემდეგ მას ჰკითხა, თუ რატომ იბარებს პოლიციაში და თვითონვე გასცა პასუხი ამ კითხვას:

„გინდობ და ბოლომდე არ გწირავ, მაგრამ გეუბნები: ვიცი, რატომაც მიბარებ პოლიციაში. ბოლომდე ყველაფერს არ მოვყვები, მაგრამ თუ მოგინდა, მერე მაგასაც მოვყვები. პოლიციაში იმიტომ მიბარებ, რომ გინდა, შემათრიო პოლიტიკაში. გინდა, ახლა მე გამარიდო ამას, დამაჯინო პოლიციაში, დამკითხო, ჩამსვა, — რაც გინდა ქენი, არაფრის არ მეშინია — და გამხადო ვითომ ამ ხალხის თვალში გმირი. მერე მე ვიყო ამის წინააღმდეგი და შენ ჯიგარი ხარ, რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებ, და მე, ნუ ახლა მე წილი არ მიმიძღვის გამოდის ამ უმსგავსების აღლუმის ჩატარებაში“.

ვასაძემ ასევე თქვა, რომ არ უნდა, პოლიტიკაში ჩაერთოს:

„გამოვა, რომ მე ხალხი ხალხს მიჭერს და უნდა შემათრიოთ ახლა ხელებგაკოჭილი პოლიტიკაში. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არ მინდა, ჩემი გულწრფელობის დამადასტურებელი ერტადერთი იარაღი არის ის, რომ არც სკამი მინდა, არც თანამდებობა, ვნატრობ სახლში წასვლას და ხომ გგონია ბიჭო და ხომ გგონიათ თქვე დურაკები რომ ჩემი ორგანიზებულია ეს ყველაფერი. არ ვიქნები მე აქ, კიბატონო, და ნახავთ, რომ არ არის ჩემი ორგანიზებული“, – თქვა მან.

შემდეგ დასძინა, რომ ის, „რაც ხდება“, არის „ აბსოლუტური იდიოტიზმი“ და „უნიშოდ მართული ქვეყნის შედეგი“: „უნდა რუსეთის თემას მიგვაბა ახლა და საერთოდ აჯაფსანდანლი მოუწყო ამ ქვეყანას. აჯაფსანდანლი მოგივა შენ, ამ ქვეყანას არაფერი არ დააკლება ამისაგან“, — თქვა ვასაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი