ახალი ამბები

ჩემი რეკომენდაცია იყო სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა — ივანიშვილი გავრილოვზე

20 ივნისი, 2019 •
ჩემი რეკომენდაცია იყო სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა — ივანიშვილი გავრილოვზე

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ პარლამენტის შენობაში ჩატარება იყო „პროტოკოლის შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს“, ხოლო 20 ივნისს სხდომის შეწყვეტა მისი რეკომენდაცია იყო.

პარტიის პრესსამსახურის გავრცელებული განცადების თანახმად, ივანიშვილი აცხადებს, რომ სრულიად იზიარებს თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას და „დაუშვებელია ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს“.

„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ ასევე:

პრეზიდენტი: რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს რუსეთთან?

მასალების გადაბეჭდვის წესი