ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

4000 $-ზე მეტი სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტში საქართველოსთან საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის

9 დეკემბერი, 2014 • • 990
4000 $-ზე მეტი სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტში საქართველოსთან საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის

ოფიციალური ცნობითვე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან საზღვრის უკანონო გადაკვეთის 197 ფაქტი დარეგისტრირდა.

 

“197 ფაქტიდან 115 შემთხვევაში საზღვარი უკანონოდ დაარღვიეს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებმა, 23-მა რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, 46 საქართველოს მოქალაქეა, 13 კი – სხვა ქვეყნის.

 

შედაგად, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 98 ადამიანი დაჯარიმდა, სასამართლომ ფულადი ჯარიმის დაკისრება და ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება 42 უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოუტანა. საქართველოს 12 მოქალაქე ჯარიმის გარეშე გათავისუფლდა. 43 შემთხვევაში კი სასამართლო გაფრთხილებით შემოიფარგლა. 

 

ამჟამად საზღვრის გადაკვეთისთვის სისხლის სამართლის საქმე სამხრეთ ოსეთში ერთ ფაქტზე მიმდინარეობს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი