ახალი ამბები

სჯობდა სხდომისთვის სხვა ადგილი შერჩეულიყო, არ იყო კარგად გათვლილი – ქუცნაშვილი

20 ივნისი, 2019 • 2853
სჯობდა სხდომისთვის სხვა ადგილი შერჩეულიყო, არ იყო კარგად გათვლილი – ქუცნაშვილი

“ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გამართვა სწორი არ იყო. მან ასევე ბოდიში მოუხადა ასამბლეის დელეგატებს.

“დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარად ჩანს, რომ სჯობდა ამ სხდომისთვის სხვა ადგილი შერჩეულიყო. შესაბამისად, არ იყო კარდაგ გათვლილი… ალბათ ჩვენი ბრალია, რომ ეს რისკი ვერ გავთვალეთ იმ ჯგუფმა ვინ საორგანიზაციო საქმეებში ვიყავით ჩართულნი. ამიტომ, ბოდიშს ვუხდი ყველა დელეგატს, რომელიც აქ იმყოფება სხდასხვა ქვეყნიდან. ასამბლეა სხვა ადგილას გააგრძელებს მუშაობას,”-აცხადებს ქუცნაშვილი.

ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაიკავეს და განაცხადეს, რომ არ შემოუშვებენ რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეიაში მონაწილეობს.

საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.

დღევანდელ სხდომას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. მან პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ადგილი დაიკავა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო სივრცეში.

გავრილოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თუმცა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი