ახალი ამბები

დუმის წევრებმა საქართველო უნდა დატოვონ! – თალაკვაძე

20 ივნისი, 2019 • 1580
დუმის წევრებმა საქართველო უნდა დატოვონ! – თალაკვაძე

რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოს პარლამენტში მისვლას უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ეხმაურება.

“რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!” – წერს ის ფეუსბუქზე.

საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობს.

სხდომას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობს, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია.  ფოტოში ჩანს, რომ სხდომას გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან ხელმძღავენლობს.

გავრილოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თუმცა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

გავრილოვის პარლამენტში მისვლას ოპოზიციის სწრაფი პროტესტი მოჰყვა: გენერალური ასმაბლეის სესიაზე შესვენება იყო გამოცხადებული, როდესაც ევროპული საქართველოს დეპუტატები და აქტივისტები მოვიდნენ. ამ დროისთვის სხდომის განახლება ვერ ხერხდება. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ასამბლეის სხდომა ჩაიშლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი