ახალი ამბები

„შურისმაძიებლები: დასარული“ დამატებითი კადრებით თავიდან გამოდის | ComicBook

19 ივნისი, 2019 • 1870
„შურისმაძიებლები: დასარული“ დამატებითი კადრებით თავიდან გამოდის | ComicBook

მარველის „შურისმაძიებლების“ ბოლო ფილმი, „დასასრული“ (Avengers: Endgame) ივნისის ბოლოს ხელახლა ჩაეშვება კინოთეატრებში.

ინფორმაციას ექსკლუზიურად ავრცელებს გამოცემა ComicBook.com, რომელიც კომიქსებთან დაკავშირებულ ამბებზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოცემაა.

ხელახლა ნაჩვენებ ფილმში გამოყენებული იქნება ისეთი კადრები და სცენები, რომლებიც აპრილში პრემიერაზე ვერ მოხვდა.

ამ ნაბიჯის შემდეგ, ფილმი გაყიდვებიდან შემოსული თანხით სავარაუდოდ, გადაუსწრებს ჯეიმს კამერუნის „ავატარს“. ამჟამად „ავატარი“ პირველ ადგილზეა $2.788 მილიარდით, „დასასრული“ კი მეორე ადგილზე — $2.743 მილიარდით.

ივლისში ასევე დაგეგმილია „მარველის“ შემდეგი ფილმის, „ადამიანი ობობის“ მეორე ნაწილის, „შინიდან შორს“ (Far from home), პრემიერა.

მათთვის, ვისაც ფილმი ჯერაც არ გინახავთ:

მზად ხართ „შურისმაძიებლების“ „დასასრულისთვის“? | Quiz

მასალების გადაბეჭდვის წესი