ახალი ამბები

საქართველოს I ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

19 ივნისი, 2019 • 1089
საქართველოს I ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

19-20 ივნისს საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი, ასევე, შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. საგარეო უწყებაში იმედოვნებენ, რომ საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი “ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი