ახალი ამბები

აშშ–ის საელჩო თავის თანამშრომლებს თბილისში პრაიდთან დაკავშირებით აფრთხილებს

19 ივნისი, 2019 • 1325
აშშ–ის საელჩო თავის თანამშრომლებს თბილისში პრაიდთან დაკავშირებით აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში თავის თანამშრომლებს თბილისში დაგეგმილ “ღირსების მარშთან” დაკავშირებით აფრთხილებს და მოსალოდნელი საფრთხის გამო მოუწოდებს, თავი აარიდონ საჯარო მასობრივი თავშეყრის ადგილებს.

გთავაზობთ ინგლისურ ენაზე გავრცელებული განცხადების თარგმანს:

“LGBTQI თემის წევრები და მხარდამჭერები გეგმავენ, პრაიდის კვირეული თბილისში აღნიშნონ პრაიდით ან/და საჯარო ღონისძიებით. ჩვენი მოლოდინით ღონისძიებაზე იქნება ბევრი ადამიანი. ეს არის პირველი წელი, როდესაც საჯარო ღონისძიება დაიგეგმა პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით. წარსულში თემის წარმომადგენლებისა და აქტივისტების მსგავსმა საჯარო ღონისძიებამ გამოიწვია კონტრდემონსტრანტების ცხარე და ზოგ შემთხვევაში ძალადობრივი პასუხი, რასაც თან ახლდა როგორც ფიზიკური დაზიანება, ისე – მატერიალური ზიანი. აშშ-ის სამთავრობო უწყებების თანამშრომლებს მიეცათ რჩევა, თავი აარიდონ ისეთ ადგილებს, სადაც საზოგადოების ფართო მასები იკრიბებიან.

მისაღები ზომები:

  • თავი აარიდეთ დემონსტრაციას;
  • მიიღეთ უსაფრთხოების ზომები თუ მოხვდებით დიდ თავყრილობასთან ან საპორტესტო აქციასთან ახლოს;
  • სიახლეების მისაღებად თვალი ადევნეთ ადგილობრივ მედიას;
  • მოერიდეთ საჯაროობას;
  • დახმარებისთვის მიმართეთ აშშ-ის საელჩოს საქართველოში”

სხვადასხვა ჰომოფობიურმა ჯგუფმა, ასევე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ივნისში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოში არ დაუშვებენ პრაიდის გამართვას. მათ განცხადებები შეიცავდა მუქარას. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ ის ვერ უზრუნველყოფდა პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი