ახალი ამბები

მერია დარღვევებით აშენებული შენობა-ნაგებობების ნაწილს ექსპლუატაციაში მიიღებს

19 ივნისი, 2019 • 1208
მერია დარღვევებით აშენებული შენობა-ნაგებობების ნაწილს ექსპლუატაციაში მიიღებს

თბილისის მერია 2019 წლის 16 მაისამდე სამშენებლო დარღვევების ნაწილზე ამნისტიას აცხადებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თბილისში დღეს 600-ზე მეტი შენობაა, რომლის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა გარკვეული დარღვევების გამო ისინი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.

“დარღვევებზე, რომლის გამოსწორება ფიზიკურად შეუძლებელია, ვაკეთებთ ამნისტიას და გვინდა ეს შენობა-ნაგებობები მივიღოთ ექსპლუატაციაში. ამნისტია შეეხება სამშენებლო დარღვევებს 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით. ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან”, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, აიკრძალება იმ შენობა-ნაგებობებში ცხოვრება, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.

ამავე თემაზე:

სამშენებლო დარღვევები სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება

მასალების გადაბეჭდვის წესი