ახალი ამბები

სამშენებლო დარღვევები სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება

19 ივნისი, 2019 • 676
სამშენებლო დარღვევები სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება

თბილისის მერიამ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სამშენებლო დარღვევებზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

თბილისის მერ კახა კალაძის თქმით, კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად დღეს გადაეგზავნება.

“მუნიციპალიტეტის არცთუ ისე ძლიერია ასეთი ტიპის დარღვევების აღკვეთის კუთხით, ვინაიდან პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს, მაინც უშვებს სამშენებლო სამართალდამრღვევებს და არაკეთილსინდისიერი კომპანიები ახერხებენ ამის ხარჯზე ეკონომიკური სარგებლის მიღებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ჯარიმების გაათმაგებამ გარკვეული შედეგი გამოიღო და თბილისის მერია იძულებული გახდა, ახალი ცვლილებებით, ფაქტობრივად, რადიკალიზაციაზე წასულიყო.

“ეს ცვლილებები ითვალისწინებს სამშენებლო მიმართულებით ზოგიერთ დარღვევის, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში გადიოდა,  სისხლის სამართლებრივ დანაშაულში გადაყვანას. კონკრეტულად, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს K1 და K2 პარამეტრის დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა”, – განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი