ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ილჰამ ალიევმა მედიის საქმიანობის შეჩერების საკითხზე პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა

8 დეკემბერი, 2014 • • 1112
ილჰამ ალიევმა მედიის საქმიანობის შეჩერების საკითხზე პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა წარმოადგინა. ეროვნულმა კრებამ აღნიშნული ინიციატივა 16 დეკემბერს უნდა განიხილოს. 

 

კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ წლის განმავლობაში მედიასაშუალების წინააღმდეგ ორჯერ გამოიტანა გადაწყვეტილება, იუსტიციის სამინისტროს შეუძლია სასამართლოს სარჩელით მიმართოს და ამ მედიის საქმიანობის შეჩერება მოითხოვოს.

 

დღევანდელი კანონით კი, მანამ, სანამ იუსტიციის სამინისტრო სარჩელს წარადგენს მედიასაქმიანობის შესაჩერებლად, მედიასაშუალების მიმართ სამი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა არსებობდეს. 

 

აზერბაიჯანში მედიასაკითხების ექსპერტები ამ ინიციატივას კრიტიკულად შეხვდნენ.

 

მედიაექსპერტი ალესქერ მამედლი ამ ინიციატივას არაკონსტიტუციურად  და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის კონვენციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. 

 

“ერთი წლის განმავლობაში სამჯერადი პასუხისმგებლობის მიცემის შემთხვევაში მედიასაშუალების საქმიანობის შეჩერების ნორმა 2009 წელს იყო შევიდა კანონმდებლობაში. თავად ეს ნორმა ეწინააღმდეგება იმ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, რომლებსაც აზერბაიჯანი ექვემდებარება,”- ამბობს მამედლი. 

 

მისი განმარტებით, შემოთავაზებული კანონპროექტი აზერბაიჯანში თავისუფლების გამოხატვის კიდევ უფრო დიდი შეზღუდვის დაწესებაა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე სერიოზულად მოახდენს გავლენას. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი