ახალი ამბებიკომენტარი

ნანუაშვილი: რომელიმე ჯგუფისთვის გამოხატვის უფლების შეზღუდვის პრეცედენტი არ უნდა შეიქმნას

18 ივნისი, 2019 • 2393
ნანუაშვილი: რომელიმე ჯგუფისთვის გამოხატვის უფლების შეზღუდვის პრეცედენტი არ უნდა შეიქმნას

ყოფილი სახალხო დამცველი და ამჟამად “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის, ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველყოფა ყველა მოქალაქისთვის სახელმწიფოს ვალდებულებაა:

“აუცილებელია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იყოს გარანტირებული კონსტიტუციური ნორმების დაცვა და ყველა მოქალაქემ ისარგებლოს კანონით მინიჭებული უფლებებით და შეკრების თავისუფლებით. ამ უფლების უზრუნველყოფა უნდა იყოს სახელმწიფოს ვალდებულება. ამაზე უარს ვერცერთი სახელმწიფო ვერ იტყვის მით უმეტეს ქვეყანა, რომელსაც აქვს ამბიცია იყოს თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს წევრი და ევროკავშირთან ასოცირებული” – ამბობს ნანუაშვილი “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ამ უფლების რეალიზებას ქვიართემი ვერ მოახდენს, ეს სამწუხარო პროცენტიცშექმნის, რომელიც ქვეყანაში შემდგომ უფლებრივიმდგომარებაზეიმოქმედებს. ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი პრეცედენტის შემქნა დაუშვებელია:

“ნებისმიერი პრეცედენტიძალიან სამწუხაროა და იმოქმედებს შემდგომში ქვეყანაში უფლებრივიმდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია ასეთი პრეცედენტი, რომ რომელიმე ჯგუფს უარი ეთქვას საკუთარი უფლების რეალიზებაზე, როცა ამის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

ამას ეფექტი ექნება რა თქმა უნდა, სხვა ჯგუფებზე. ეს არის ძალიან ცუდი, სამწუხარო პრეცედენტი და მოხდება წახალისება იმ ჯგუფების, რომლებიც წლებია აქტიურად ცდილობენ სხვა ჯგუფების ჩაგვრას. ეს პოლიტიკა გრძელდება და სამწუხაროდ ხელისუფლება არ იჩენს პოლიტიკურ ნებას შეცვალოს ეს მდგომარეობა. პირიქით, იმ წახალისებამ, რაც თუნდაც 2013 წლის მოვლენების არასათანადოდგამოძიებამ, მიგვიყვანა დღეს იქამდე, რაც ხდება. ეს არის დაუსჯელობის სინდრომი, რომლის შექმნაშიც ყველაზე მეტად ხელისუფლებაა დამნაშავე” – ამბობს უჩა ნანუაშვილი.


14 ივნისს, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ქვიარ აქტივისტები შეიკრიბნენ მშვიდობიან აქციაზე. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, გამიჯვნოდნენ ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას, როგორადაც ისინი საპატრიარქოს განცხადებას მიიჩნევდნენ.

კანცელარიასთან ჰომოფობიური კონტრაქციაც გაიმართა. ამ მხარის მყოფი ადამიანების ნაწილი აგრესიულად ეპყრობოდა ჟურნალისტებს, ემუქრებოდა მათ, პრაიდის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს ესროლეს კვერცხი და ა.შ. მათი მხრიდან პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა. ქვიარ აქტივისტების მხარეს არავინ დაუკავებიათ.

აქციის შემდეგ, 16 ივნისს, ვერის ბაღში შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით, იმუქრებოდნენ, რომ თბილისში პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ. ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ვასაძემ თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება. უწყებამ გმაოძიებაც დაიწყო რის შემდეგაც, ვასაძემ განაცხადა, რომ პატრულირებას აუქმებს.

ამ მოვლენების ფონზე ქვიარ აქტივისტებსა და შსს-ის წარმომაგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმება შესთავაზა.

დღეს 18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები დაგეგმილი ღონისძიების გადადებას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი