ახალი ამბები

თეთნულდიდან სლოვაკი ტურისტი გადავარდა და დაიღუპა

17 ივნისი, 2019 • 1404
თეთნულდიდან სლოვაკი ტურისტი გადავარდა და დაიღუპა

დღეს, 17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, თეთნულდის მთაზე 4 კაციანი ტურისტული ჯგუფიდან ერთ-ერთი, სლოვაკეთის მოქალაქე გადავარდა და დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების მაშველები გავიდნენ.

საძიებო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი ტურისტი მთის ფერდობზე იპოვნეს და მესტიაში გადაასვენეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანარჩენმა ტურისტებმა მაშველების დახმარებაზე უარი თქვეს და მესტიისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. სამინისტროს ცნობით, მათთან მუდმივ კავშირზე იმყოფება სამაშველო სამსახური, ტურისტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ ფაქტეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი