“ჩვენ ასევე განვიხილეთ რელიგიური უმცირესობების საკითხები და ბოლო პერიოდში მოხდარი რამდენიმე ინცინდენტი, ასეთი ინცინდენტები ევროპაშიც ხდება, თქვენ არ ხართ უნიკალური ამ კუთხით, მაგრამ ჩვენ მივიღეთ საჩივრები იმის თაობაზე, რომ ეს ინცინდენტები არ არის სათანადოდ გამოძიებული და დამრღევევბი არ არიან დასჯილნი. ჩვენი რეკომენდაცია შესაბამისი გამოძიების ჩატარებაა, კანონმდებლობა ამ საკითხში ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, ეს არის საკითხი, რისი ხელის შეშლა მთავრობას შეიძლება არ შეუძლია, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია ზომები მიიღოს და დასაჯოს დამნაშავე”,- განაცხადა მან

 

ერთ-ერთი ბოლო დაპირისპირება მოხეში ძველი მეჩთის საკითხს უკავშირდება. 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის დემოტაჟს დაუპირისპირდა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რის შემდეგაც, თვითმხილველების თქმით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, პოლიციის მხრიდან რამდენიმე მოქალაქის ცემის ფაქტს. საბოლოოდ პოლიციამ  სოფელ მოხეში 14 ადამიანი დააკავა სხვადახვა ბრალდებით. დემონტაჟის დროს პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესახებ გამოძიება არ დაწყებულა.

 

ბორის სილევიჩი
ბორის სილევიჩი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *