ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა დააკავეს

5 დეკემბერი, 2014 • • 1384
აზერბაიჯანში გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა დააკავეს

ადვოკატის ცნობით, დღეს დილით ხადიჯა ისმაილოვა ბაქოს საქალაქო პროკურატურაში დაიბარეს, დაკითხვის შემდეგ კი რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია კავკაზსკი უზელს ადვოკატმა მიაწოდა. 


ხადიჯა ისმაილოვა მოქალაქე თურალ მუსტაფაევას საქმეზე დაკითხეს. საქმე შეეხება ორი თვის წინ მუსტაფაევის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს, თუმცა, რა კავშირი აქვს ჟურნალისტს ამ საქმესთან, უცნობია. 

 

ამჟამად რაიონულ სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც ისმაილოვას აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდონ. 


კავკაზსკი უზელის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პროკურატურამ 12 ოქტომბერს ხადიჯა ისმაილოვას ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. ამ შეზღუდვის გამო ის ვერ გაემგზავრა ბაქოდან საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად. მეორე დღეს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ეს შეზღუდვა იმით ახსნა, რომ სისხლის სამართლის საქმე წარმოებს, სადაც იგი მოწმეს წარმოადგენდა. 

 

ხადიჯა ისმაილოვა ავტორია რიგი ჟურნალისტური გამოძიებებისა კორუფციის თემაზე აზერბაიჯანის მმართველ წრეებში. ბოლო წლებში “რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანული სამსახურის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია. ისმაილოვა ასევე უფლებადამცველია, რომელიც ხმამაღლა საუბრობს აზერბაიჯანში პოლიტიკური მოტივით დაკავებულ პირებზე, ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტისიტებსა და ბლოგერებზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი