ახალი ამბები

კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, პოლიციამ ერთი პირი გადაიყვანა

14 ივნისი, 2019 • 1110
კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, პოლიციამ ერთი პირი გადაიყვანა

ღამის 12-ის ნახევრისთვის მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილმა ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. ნეტგაზეთის რეპორტიორის ცნობით, პოლიციამ, სულ მცირე, ერთი ადამიანი გადაიყვანა.

ამ დროისთვის არცერთი აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ქვიარ აქტივისტები ამბობენ, რომ ელიან ხელისუფლებისგან განცხადებას, რომელიც ძალადობას დაგმობს. ჰომოფობიური აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ იქამდე არ აპირებენ დაშლას, სანამ ქვიარ აქტივისტები არ დაიშლებიან.

ცოტა ხნის წინ კანცელარიასთან პოლიციამ ყვითელი ავტობუსები მოიყვანა. ქვიარ უფლებების აქტივისტები აცხადებენ, რომ ავტობუსებით არ დატოვებენ ადგილს და იქამდე არ დაიშლებიან, სანამ ხელისუფლება ძალადობას არ დაგმობს.

ნახეთ ასევე:

„არ ვაპირებთ ყვითელი ავტობუსებით წასვლას, მოძალადე ჯგუფები გაიყვანონ“ — აქტივისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი