“უპრეცედენტო აქტიურობა დაფიქსირდა, როგორც თქვენ ნახეთ. განცდა იმისა, რომ სახელმწიფოს მშენებლობა ჭირდება და თითოეულ მოქალაქეს უნდა ქონდეს თავისი წვლილი პასუხისმგებლობა, ეს გაიგო და გაიგეს სკოლის მოსწავლეების დონეზე. ეს არის ძალიან სასიამოვნო და საამაყო,“- განაცხადა ივანიშვილმა.


 

‘მოქალაქეს’ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი თვალს ადევნებს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველ ტურში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვებას 04.12.2014

ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 22 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, მეორე ტურში კი  2016 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთა ნაწილიც დღეს დააჯილდოვეს. 

სამოქალაქო განთლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოვება 04.12.2014
სამოქალაქო განთლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოვება 04.12.2014

 

“არცერთი რაიონი არ არის გამოტოვებული, გამარჯვებული მოსწავლე რომ არ ყავდეს, ანუ ყველა რაიონიდან გვყავს გამარჯვებული მოსწავლე, ჩათვლით იმ რაიონებისა, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. 5–მა მხედველობადაქვეითებულმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, 2–მა გადალახა ბარიერი და მეორე ტურში გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას,”– განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

 

სამოქალაქო განთლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოვება. გამარჯვებული მოსწავლეები ორგანიზაცია
სამოქალაქო განთლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოვება. გამარჯვებული მოსწავლეები ორგანიზაცია ‘მოქალაქის’ მიერ გადაცემული საჩუქრებით 04.12.2014

სამოქალაქო განთლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოვების შემდეგ მოსწავლეები ბიძინა ივანიშვილს ნაჩუქარ წიგნებზე ავტოგრაფის დატოვებას თხოვდნენ 04.12.2014
სამოქალაქო განთლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოვების შემდეგ მოსწავლეები ბიძინა ივანიშვილს ნაჩუქარ წიგნებზე ავტოგრაფის დატოვებას თხოვდნენ 04.12.2014




ოლიმპიადა ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ტარდება.  გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ოლიმპიადის გამარჯვებულებს ორგანიზაცია “მოქალაქე” სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვებს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია საუკეთესო შედეგის მქონე 20 მოსწავლის გამგზავრება ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) კურსებზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *