ახალი ამბები

უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის დროშის აღმართვის წესი დარეგულირდება

14 ივნისი, 2019 • 3492
უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის დროშის აღმართვის წესი დარეგულირდება
საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო შეიმუშავებს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დროშების აღმართვისა და გამოფენის წესს, რაც მომავალში გამორიცხავს გაუგებრობებს, დაკავშირებულს უცხო ქვეყნის დროშების, მათ შორის იმ სახელმწიფოს დროშის აღმართვა-გამოფენასთან, რომელსაც საქართველოსთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები ან აქვს კონფლიქტი.
ინფორმაციას ამის შესახებ ჰერალდიკის საბჭო ავრცელებს. ამასთან, საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილებით მოწესრიგდა საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის გამოფენისა და გამოსახვის წესები. ამით განისაზღვრა საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშის და სხვა მუნიციპალური, საჯარო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დროშების აღმართვისა და გამოფენის წესი, ჩვეულებრივ, გლოვისა და დღესასწაულის, საერთაშორისო და სახელმწიფოებრივი შეხვედრების პირობებში. დადგინდა ასევე საქართველოს სახელმწიფო გერბის, საჯარო დაწესებულებების ემბლემების, მუნიციპალიტეტების გერბების გამოსახვის წესი და თანმიმდევრობა ერთობლივი გამოსახვის პირობებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი