ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი: “აფხაზეთის კულტურის დღეები” პრაღაში, საქართველოს მხრიდან უხეში პროვოკაციაა

4 დეკემბერი, 2014 • • 1129
სოხუმი: “აფხაზეთის კულტურის დღეები” პრაღაში, საქართველოს მხრიდან უხეში პროვოკაციაა

“ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ე.წ. მთავრობას არ აქვს აფხაზეთის რესპუბლიკასთან არანაირი კავშირი, თავად სტრუქტურა კი – არალეგიტიმურია. ოპერეტული “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის” წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის ნაწილია და მათ არ შეუძლიათ აფხაზეთის რესპუბლიკისა და ხალხი ინტერესების წარმოდგენა. ამ სტრუქტურის თანამშრომლები დაკავებული არიან აფხაზეთში მომხდარი მოვლენების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით. 

 

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ქმედებებს აფასებს, როგორც მორიგ უხეშ პროვოკაციას საქართველოს მხრიდან. 


აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებითვე, ჩეხურ მხარეს არ უნდა დაეშვა “ამ შოუს ჩატარება, რომელსაც სახელწოდების მიუხედავად აფხაზეთის რესპუბლიკასა და ხალხთან საერთო არაფერი აქვს.” 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი