მოქალაქის მანქანიდან ჰეკლერ-კოხი, მაკაროვი, ჩეზე + 6 მჭიდი და 126 ვაზნა ამოვიღეთ – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს 1974 წელს დაბადებული პირი, რომლის მანქანიდანაც მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ჩეზეს სისტემის პისტოლეტი და ჰეკლერ-კოხის სისტემის ავტომატი, სხვადასხვა სისტემის იარაღის 6 მჭიდი და 126 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, ხოლო იარაღები და ვაზნები მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს.

როგორც შსს აცხადებს, იარაღებსა და საბრძოლო ვაზნებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

  • ქავერის ფოტო: შსს
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.